• მიღების თარიღი: 24 აპრ 2012
  • პარლამენტი: მე-7 მოწვევის პარლამენტი
  • კანონის სათაური: საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
  • კანონის ნომერი: 6053-Iს
  • კანონის ტექსტი: ნახვა

    საქართველოს საგადასახადო კოდექსში

    ცვლილების შეტანის შესახებ

     

    მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

                    1. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                    ძ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული შემოსავლისა;“.

                    2. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ფ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირებიმიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგება, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა;“.

     

    3. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ე) წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), აზარტული კლუბის (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), ლოტოს, ბინგოსა და ლატარიის მომწყობი პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის მოგებას.

    შენიშვნა: ფიზიკური პირის მიერ მოგებისას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;“.

    4. 259-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

    „კ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირებსაქმიანობის ამ ნაწილში, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის ნაწილში განხორციელებული საქმიანობისა.“.

     

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

     

    საქართველოს პრეზიდენტი                                   მიხეილ სააკაშვილი

     

    თბილისი,

    2012 წლის 24 აპრილი.

    №6053-I

კენჭისყრის სხდომა კენჭისყრის თარიღი მომხრე მოწინააღმდეგე არ მიუცია არ ესწრებოდა
კენჭისყრის რეზიუმე 2012-04-24 67 0 30 40
სახელი კენჭისყრის შედეგი